ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

ზეინკალი / მუშა

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 07 ივნ - 07 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიებს ბიზნეს ცენტრის ზეინკლის და მუშის თანამდებობებზე.

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 18:00 ან / დღეგამოშვებით 09:00 – 21:00

 

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

  • პროფილაქტიკური სამუშაოების (წყლის ფილტრების რეცხვა-გასუფთავება, ჩიხური ქსელების რეცხვა, წყალსადენის ჭების ამოსუფთავება, ამოწმენდა, ღია ჭებზე თავსახურების დაფარება, წყალმომარაგებაში შეფერხებების აღმოფხვრა და სხვა) ხარისხიანად და დაგეგმილ ვადებში შესრულება;
  • უშუალო უფროსის მითითებით რაიონში არსებული დ=40 მმ-მდე (პპრ-ის მილებზე) ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის შეცვლა-განახლება და წყლის წნევის რეგულატორის რეგულირება, მოვლა-პატრონობა;
  • მრიცხველის შეცვლა, შეკეთება;
  • მრიცხველისათვის საჭიროებისამებრ ჭის მოწყობა/მოწესრიგება;
  • წყალსადენის მილის ფილტრის გარეცხვა, ქსელის ჩამორეცხვა, გამანაწილებელ ქსელში წნევის შემოწმება, ურდულებისა და ჩამცლელების გადამოწმება;
  • ჭების, რეგულატორების, ურდულებისა და ჩაწეული ადგილების გადამოწმება;
  • ჭის ჩანგრევის შემთხვევაში ნიშნების განთავსება;
  • მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოება;
  • განათხარის ბალასტით შევსება;
  • ბიზნეს-ცენტრში მოძიებული უკანონო განშტოებების და გადაუხდელი ობიექტების განშტოებების ჩაჭრა/დაბლინდვის პროცესის უზრუნველყოფა.
  • რეგულატორის დაშლისა და ფილტრის გაწმენდის პროცესის ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფა;
  • ჩაბარებული ინვენტარის მოფრთხილება და მუდმივად მუშა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
  • სამუშაოების წარმოებისას ტექნიკური ექსპლოატაციის და უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • დაკისრებული მოვალეობების დროული და კვალიფიციური შესრულება ;
  • კომპანიის შინაგანაწესის, დებულებებისა და ბრძანებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო/პროფესიული (ტექნიკური)
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლის სამუშაო გამოცდილება
  • სასურველია სამიწათმოქმედო იარაღებთან მუშაობის გამოცდილება (ბარი, წერაქვი, კოალდა….)
  • სასურველია მრიცხველის მონტაჟის ნორმებისა და წესების ცოდნა;
  • სასურველია სახანძრო ჰიდრანტებთან, ჩიხურ ქსელებთან, წყალსადენის ჭებთან და ურდულებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2022 წლის 7 ივლისამდე ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:

595256143

 

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (“subject”)  მიუთითოთ პოზიცია,  რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ ... “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმადაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.        

თბილისი