IDS BORJOMI

სავაჭრო წარმომადგენელი

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 10 მაი - 10 ივნ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

 

გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე ქარელში.

ოფისის მისამართი: ქ. ბორჯომი,ლიკანი, მესხეთის ქ.# 34 (სამუშაო არეალი ქარელი, ოფისში სამუშაო მხოლოდ საჭირებიდან გამომდინარე);

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი; 40 საათი კვირაში  – ცვლადი გრაფიკით

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გამომუშავებით + ყოველთვიური გეგმა.

ანაზღაურება: 1800 – 2300 ლარი 100% -120% შესრულების შემთხვევაში.

 

სავალდებულოა უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

 

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ანალიზი;
  • სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
  • გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.

 

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

  • სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება
  • მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა.
  • MS Windows”-ის სტანდარტული პაკეტის ფლობა;
  • კომუნიკაბელურობა;

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას

 

როგორ დაგვიკავშირდეთ:

მეილით: tbs.work@ids-borjomi.com  (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სავაჭრო წარმომადგენელი ქარელში

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

 

შერჩევის ეტაპები:

  1. შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან

 

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:

https://www.ids-borjomi.ge/

 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ხაშური