თბილი სიო

მიმტანი

500₾ - 1.000₾ ვადა 03 მაი - 03 ივნ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

თბილი სიო ვეგეტარიანული რესტორანია ღვინის ქარხანაში, რომელიც მეგობრულ გარემოს, უგემრიელეს კერძებსა და უმაღლეს მომსახურებას სთავაზობს სტუმრებს.
ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ პროფესიონალური გუნდი და უნიკალური სამზარეულო.
სიოში ვეძებთ მიმტანებს
სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
  • ანაზღაურება განისაზღვრება სამუშაო გამოცდილების მიხედვით. 500-1000 ლარის ფარგლებში + ბონუსი
  • კაფე მუშაობს საბონუსე სისტემით და გაყიდული პროდუქციის მიხედვით ხელფასს აქვს დანამატი.
  • ფორს-მაჟორული სიტუაციისას სამუშაო საათები და ანაზღაურება შესაძლოა შეიცვალოს.
  ძირითადი ფუნქციები:
  • მენიუს შემადგენლობის ზედმიწევნით ცოდნა;
  • სტუმრების მიღება, სწრაფი და სტუმართმოყვარე მომსახურების გაწევა;
  • მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი;
  • პროგრამის გამოყენებით შეკვეთის გაგზავნა ბარში და სამზარეულოში;
  • სტუმრისთვის ანგარიში მიტანა და გადახდის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
  • პროდუქციისა და სერვისის ხარისხზე სტუმრის აზრის გაგება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის ინფორმირება;

საჭირო უნარები:

  • კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში სწრაფად და მშვიდად მუშაობის უნარი;
  • გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტუმართმოყვარე მომსახურების უნარი, მათ შორის პრობლემურ სტუმრებთან;
  • ინგლისური ენის გამართულად ცოდნა (ერთზე მეტი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე ფოტოსურათით და საკონტაქტო ინფორმაციით ჩვენს მეილზე tbilisio.vacancy@gmail.com . სათაურში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
თბილისი