ნიკორა

წარმოების უბნის უფროსი

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 29 აპრ - 29 მაი

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია – განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

“ნიკორა” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

 

სს „ნიკორას“  შვილობილი  კომპანია  შპს „ნიკორა“ აცხადებს  ვაკანსიას წარმოების უბნის უფროსის პოზიციაზე თბილისში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პასუხისმგებლობაში არსებული წარმოების უბნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო დღის დასაწყისში საწარმოო გეგმის გაცნობა, თანამშრომელთათვის გადანაწილება და სამუშაო გეგმის დროული/ხარისხიანი შესრულების კონტროლი;
  • ხორც-პროდუქტების ფორმირების პროცესის მართვა – ფორმის, ზომის, წონის და ხარისხის კონტროლი;
  • უბანზე მიმდინარე საწარმოო პროცესების მართვა ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით;
  • დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში საკითხის დროული მოგვარების უზრუნველყოფა;
  • პასუხისმგებლობაში არსებული საწყობის კონტროლი, ნაშთების მართვა და შესაბამისი აღრიცხვების წარმოება;
  • დაქვემდებარებული თანშრომლების მართვა და საქმის ეფექტურად გადანაწილება;
  • ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ტექნოლოგიური მიმართულებით);
  • საწარმოო მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • დანადგარებთან მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 მაისი.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

 

თბილისი