მძღოლი-ექსპედიტორი

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 20 აპრ - 20 მაი

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს “G&A GROUP”-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და “რერა”-სა და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოება – დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს “G&A GROUP” აცხადებს ვაკანსიას თბილისში მძღოლ-ექსპედიტორის C კატეგორიაზე პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი (პროდუქციის მითვლა);
  • უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის;
  • პროდუქციის დაუზიანებლად ტრანსპორტირება და სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება ზედნადებით გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
  • ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა;
  • ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა კომპანიაში განსაზღვრული წესების დაცვით.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სავალდებულობა მართვის მოწმობის B კატეგორია. უპირატესობა მიენიჭება თუ ასევე ექნება C კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • მძღოლად მუშობის გამოცდილება;
  • სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდით : 595 39 99 93

 

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს “G&A GROUP”-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომშიკანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს “G&A GROUP შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს “G&A GROUP  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (2 205 507). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს “G&A GROUPსთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUPში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUPში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

თბილისი