მუშა თევზის საწარმოში

600₾ - 800₾ ვადა 20 აპრ - 20 მაი

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს „G&A GROUP”-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და „რერა“-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება – დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს “G&A GROUP„ აცხადებს ვაკანსიას მუშის (თევზის საწარმო) პოზიციაზე ქალაქ თბილისში, დიდი დიღომი, დ.თავდადებულის ქ.N29

მოვალეობები:

  • სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამუშაო ადგილის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებაზე;
  • დეფროსტირებული ნედლეულის დამუშავება (თავის მოჭრა, გამოწელვა, რეცხვა) საწარმოში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად;
  • ნელდეულის დამარილება და განთავსება შესაბამისი მარკირებით შესაბამის ტემპერატურულ პირობებში;
  • დამარილებული ნედლეულის რეცხვა/აკინძვა/შესაბოლ ურიკებზე განლაგება და/ან დაფასოება შესაბამის ტარაში
  • მზა პროდუქციის შეფუთვა/დაფასოების განყოფილების მუშა:
  • შებოლილი პროდუქციის ჩამოხსნა/ჩალაგება შესაბამის ტარაში მზა პროდუქციის საწყობში ჩატანის მიზნით;
  • მზა პროდუქციის შეფუთვა/ეტიკეტირება.
  • დამარილებული/დაფასოებული პროდუქციის ეტიკეტირება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • ენერგიული;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • სისხარტე;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდით

ტელ: 599 727 577 ან 591 990 055

 

 

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს “G&A GROUP”-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში “კანდიდატის პერსონალური მონაცემები”), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს “G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს “G&A GROUP -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს “G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

თბილისი