მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი

იურისტი თბილისში

1.250₾ ვადა 10 ნოე - 10 დეკ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს მისობერმელი  აცხადებს  ვაკანსიას იურისტის   პოზიციაზე  თბილისში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
  • სასამართლო წარმომადგენლობა;
  • მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის  იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
  • წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
  • იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
  • სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
  • პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
  • ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი  იურიდიული განათლება;
  • სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (“Microsoft Word”  და ” Microsoft Excel”)

 

პიროვნული თვისებები: 

  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი  განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათებია: 10:00-18:00 სთ,  შაბათი 09:20-14:20
  • სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
  • ანაზღაურება 1250

დამატებითი ინფორმაცია:

გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი),  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე [email protected]

საკონტაქტო ნომერი – 557 59 62 62 

სამუშაო ადგილი    თბილისი

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა  10 დეკემბერი  2021 წელი

 

 

თბილისი