IDS BORJOMI

სავაჭრო წარმომადგენელი (ხაშური,სურამი)

1.800₾ - 2.300₾ ვადა 29 სექ - 29 ოქტ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

სადისტრიბუციო კომპანია შპს „აი დი ეს ბორჯომი თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას ხაშური/სურამის სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ხაშური  – სურამის ტერიტორია

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გამომუშავებით, 1800 – 2300 ლარი გეგმის 100% -120% შესრულების შემთხვევაში

ბენეფიტები: დაზღვევა, კორპორატიული ულიმიტო ტელეფონი, სხვა სტანდარტული ბენეფიტები

 

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებისთვის სავალდებულოა უძრავი ქონებით უზრუნველყოფის გარანტია

 

ირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ანალიზი;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
  • გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.

კვალიფიკაცია:

  • სავაჭრო წარმომადგენლად  მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება, სასურველია სავაჭრო/ეკონომიკური პროფილით;
  • მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა.

ზოგადი მოთხოვნები და უნარები:

  • “MS Windows”-ის სტანდარტული პაკეტის ფლობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ანალიზისა და გამოთვლების წარმოების კარგი უნარი;

რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – სავაჭრო წარმომადგენელი ხაშური/სურამი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს.

 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

ხაშური