ჯიპისი

კონსულტანტი

შეთანხმებით ვადა 29 ივლ - 29 აგვ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

ჯიპისის სააფთიაქო ქსელი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისში.

 

მოვალეობები:

  • აფთიაქის დარბაზში პარაფარმაციის, ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებების, სამკურნალო კოსმეტიკის პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნვა;
  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
  • დარბაზის თაროებზე პროდუქციის განლაგებასა და ესთეტიურ იერ-სახეზე ზრუნვა;

 

მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • იყოს აქტიური, დადებითი პიროვნება;
  • იყოს კლიენტზე ორიენტირებული, თავაზიანი;
  • ორგანიზებული და აკურატული.
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 30 ივნისისა შემდეგ მისამართზე: vacancy@gepha.com    გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „კონსულტანტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

 

თბილისი