ორგანიზაციის აღწერა

“VitrA“ არის ცნობილი თურქული ინდუსტრიული ჯგუფის „ეზაჩიბაშის“ ერთ-ერთი პრემიუმ ბრენდი, რომელიც გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სანტექნიკას, სააბაზანო ავეჯსა და სხვადასხვა ზომის და ფერის Ral სისტემის მიხედვით კერამიკულ ფილებს. მისი პროდუქცია გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და გამძლეობით. ეზაჩიბაში დაარსდა 1942 წელს და ჰოლდინგში აერთიანებს 48 კომპანიას.

ბრენდ „VitrA“-ს 2011 წლიდან საქართველოში წარმოადგენს შპს „ბი ემ სი შარმი“. კომპანიას აქვს 2 შოურუმი, თბილისსა (860 კვ.მ) და ბათუმში (600 კვ.მ). შპს „ბი ემ სი შარმი“-ს აქვს განხორციელებული მრავალი პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“, იუსტიციის სახლი, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, „მოქსი“, „ფაბრიკა“, გაგუას კლინიკა, საქართველოს ბანკის ფილიალები და სათაო ოფისი, სამთავრობო აეროპორტი, რესტორანი „ფუნიკულიორი“ და სხვა, ხოლო ბათუმში – სასტუმრო „გლორია“, ანბანის კოშკი, სასტუმრო „ადმირალი“, „ჰილტონი“, რესტორანი „ბერნი“, და სხვა.

“ეზაჩიბაში”, თურქეთის მასშტაბით, კონკურენტებს შორის არის ლიდერი ჯგუფი, ეფექტური სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. ჰოლდინგი გლობალურად გახდა კერძო და საჯარო ობიექტებისთვის, სანტექნიკისა და ფილების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი, შემდეგი ბრენდებით: VitrA, Burgbad, Villeroy and Boch (ფილები), და Engers. „ეზაჩიბაშის ჯგუფის“ მისიაა, იყოს პიონერი ჯანსაღი, ხარისხიანი და თანამედროვე ცხოვრების სტილის.