Agro Food Trade

Agro Food Trade

ორგანიზაციის აღწერა

სავაჭრო – სადისტრიბუციო კომპანია “iProduct”-ი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2013 წლიდან.

კომპანიის საქმიანობის სფერო ძირითადად მოიცავს ლიდერი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელებისათვის ქართული და იმპორტული სოფლის მეურნეობის, წონის კატეგორიის პროდუქციის: ჩირეულის, თხილეულის, მარცვლეულის, ბურღულეულისა და სუნელების მიწოდებას არასტანდარტული,განსხვავებული პროფილით, რაც გულისხმობს აღნიშნული პროდუქციის მიწოდების შემდგომ განთავსებას, ბრენდირებულ, თანამედროვე და პრაქტიკულ ინვენტართან ერთად, საიდანაც ხდება პროდუქციის უშუალო რეალიზაცია.

ჩვენი კომპანიის დახლებს ემსახურება მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის,დაეხმაროს მომხმარებელს პროდუქციის შერჩევისას, გააცნოს პროდუქციის მახასიათებლები და მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქციის წარმოშობისა და ვადების შესახებ.

კომპანია ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება. ფართოვდება პარტნიორთა ქსელი და პორტფოლიო. შესაბამისად ვცდილობთ რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის აგრო ბიზნესის განვითარებასა და აღნიშნულ სფეროში, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში.

კომპანიის პრიორიტეტია, შექმნას მომარაგების საიმედო, ოპერატიული და უწყვეტი ჯაჭვი სოფლის სხვადასხვა ტიპის მეურნეობებიდან სუპერმარკეტების ქსელმადე და უშუალოდ მომხარებლამდე. შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯი გავთვალოთ გრძელვადიან ურთიერთობებზე, ჩამოვაყალიბოთ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული საქმიანი ურთიერთობები პარტნიორებთან და მომწოდებლებთან.

სწორედ ამიტომ AGRO FOOD TRADE დღეს უკვე, სავაჭრო სფეროში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი სანდო სადისტრიბუციო კომპანია.

გამომდინარე იქიდან,რომ აღნიშნულ სფეროში ბაზარი და მისი მოთხოვნა საკმაოდ დინამურია და მუდმივად ცვალებადი ტენდენციები გააჩნია, 2019 წლის იანვარში კომპანიაში გადაწყდა და მიმდინარეობს რებრენდინგი, შეიცვალა სავაჭრო ნიშანი და ოპერირება განახლდა AGRO FOOD TRADE–ის სახელით. დაიგეგმა შესაბამისი სეგმენტური განვითარების სტრუქტურა და საცალო (დაფასოებული სახე) სეგმენტში მძლავრი პოზიციონირება, რადგან ვფიქრობთ, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმისაგან, ერთიანობაში (ფასისა და ხარისხის შესაბამისობა, ფართოასორტიმენტი, მომხმარებლამდე სწორი ინფორმაციული გარემოს შექმნა და ა.შ) შემდგარი პროდუქციის ხაზი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ყველა მოთხოვნასა და თანამედროვე სტანდარტებს ერთდროულად დააკმაყოფილებს.

კომპანიას გააჩნია საკმაოდ ამბიციური სურვილი და სტრატეგიული გეგმა, რომელიც გულისხმობს ლიდერის პოზიციის დაკავებას ბაზარზე აღნიშნულ სეგმენტში. შეიქმნა ე.წ ქვებრენდი “აგროფაი”, რომელშიც გაერთიანდება, ბაზარზე აქამდე არსებულ ბრენდებსა და მათ პროდუქციაზე მეტად კონსოლიდირებული და ფართო ასორტიმენტი. აღნიშნული ბრენდის განვითარებისათვის კომპანიაში განხორციელდა 1 500 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია.