fbpx

ზუგდიდის ბაზარში პურის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში 20 თეთრით მოიმატა. მათი თქმით, ამის გამო კლიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

„ისედაც უჭირს ხალხს და ბოლო ორი კვირის განმავლობაში პური 20 თეთრით გაძვირდა. ადრე თუ ღირდა 50 თეთრი, ახლა ღირს 70 თეთრი. არსად არ გაძვირებულა, მხოლოდ ჩვენთან გაძვირდა, გვაინტერესებს მიზეზი, მყიდველებიც აგრესიაზე გადმოდიან, ისედაც უჭირს ხალხს. ვითხოვთ, რომ თავის ფასს დაუბრუნდეს“, – ამბობენ გამყიდველები.

თავის მხრივ, მეწარმეები ამბობენ რომ პურის ფასს მხოლოდ ათი თეთრი მოემატა, რაც პურის ფქვილის გაძვირებამ გამოიწვია.

საცხობ “ლეკოს” წარმომადგენელი გოჩა ბეჭვაია ამბობს, რომ პურ-ფუნთუშეული შარშან უნდა გაეძვირებინათ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ზუგდიდში არსებული სოციალური მდგომარეობის გამო არ მიიღეს.

 

 

„ადრე პურის ფქვილი 36 ლარი ღირდა, ახლა ღირს 53 – 54 ლარი, რომელიც შემოგვაქვს ხან თბილისიდან, ხან -ბათუმიდან. იძულებული ვართ გავზარდოთ ფასი. მხოლოდ და მხოლოდ 10 თეთრი მოვუმატეთ. შარშან უნდა მომატებულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდში სხვა სიტუაცია, არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. წარმოებები გაკოტრების პირას არიან, ხომ უნდა გავცეთ ხელფასები? ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა და იძულებული გავხდით 10 თეთრი მოგვემატებინა”, – აცხადებს გოჩა ბეჭვაია.

 

გააზიარეთ

წყარო: interpressnews.ge