fbpx

სა­უ­ბარ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” შერ­ბილ­და და და­იძ­რა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის­კენ, – ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ტია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ვა­შა­ძემ გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცია არა­ნა­ირ წი­ნა­და­დე­ბას არ და­თან­ხმდე­ბა, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებს არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

 

 

“ეს არის არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, არა­ვი­თა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბა არ გა­კე­თე­ბუ­ლა, რომც გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ვის მი­უ­ღია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი არის ის, რომ ამ მო­ნე­ტას ძვე­ლე­ბუ­რად ორი მხა­რე აქვს – პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­რე­შე ლა­პა­რა­კი არა­ფერ­ზე არ შედ­გე­ბა, არა­ვი­თა­რი წი­ნა­და­დე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი არ მი­ი­ღე­ბა და თუ ცი­ხი­დან არ გა­მო­ვა ის ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბით იქ სხე­დან და ის ხალ­ხი, რომ­ლებ­ზეც საქ­მე­ე­ბია წარ­მო­ე­ბუ­ლი, ეს საქ­მე­ე­ბი არ შე­წყდე­ბა, არა­ვი­თა­რი შე­თან­ხმე­ბა არ შედ­გე­ბა… სა­უ­ბარ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” შერ­ბილ­და და და­იძ­რა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის­კენ. მო­ვას­წრებთ იმ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის წერ­ტი­ლამ­დე მის­ვლას, რო­მელ­საც ჰქვია პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტა თუ ვერ მო­ვას­წრებთ, რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა და ვნა­ხავთ”, – გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის,გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დის, ოპო­ზი­ცი­ი­სა და დიპ­ლო­მა­ტე­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

 

გააზიარეთ

წყარო: ambebi.ge