fbpx

მოქალაქეებზე ზრუნვა – პროგრამის საერთო ბიუჯეტი – 545 მლნ ლარი. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა: 500 ათას პირზე მეტი (ამ ციფრებში არ შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მაჩვენებელი)

  • კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 4 თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) განმავლობაში განვახორციელებთ კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას (200 კვტ/მ3-მდე მოხმარება). ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 1 მილიონი ოჯახიბიუჯეტი 270 მლნ ლარი;
  • 1200 ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის – ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 125,000 პირი. ბიუჯეტი – 150 მლნ ლარი;
  • 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება – გაიცემა 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 100 ათასიბიუჯეტი – 30 მლნ ლარი;
  • 600 ლარიანი დახმარება – 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახი (220 ათასამდე პირი), ბიუჯეტი – 55 მლნ ლარი;
  • 600 ლარიანი დახმარება – 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) – 24 ათასი ოჯახიბიუჯეტი – 15 მლნ ლარი;
  • 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600 ლარიანი დახმარება – თვეში 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა – 43 ათასი პირი. ბიუჯეტი – 27 მლნ ლარი;
  • საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში.

 

როგორ უნდა ავიღო ჩემი კუთვნილი დახმარება.

ამისათვის უნდა მიმართოთ სოციალური სერვისების სამსახურს თქვენს ქალაქში.

რა დოკუმენტაცია დამჭირდება.

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ანგარიშის ნომერი.

რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა და როცა გამოცხადდება, ჩვენ დაგეხმარებით რეგისტრაციაში თქვენი სურვილისამებრ.