დანადგარის ოპერატორი

800₾ - 1.000₾ ვადა 19 აგვ - 19 სექ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს “G&A GROUP”-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და “რერა”-სა და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოება – დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

 

შპს “G&A GROUP” აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე:

მისამართი: ქ.თბილისში, დდი დიღომი, დ.თავდადებულის ქ. N29.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება 800 ლარიდან 1000 ლარამდე;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დანადგარის მომზადება სამუშაო მდგომარეობისთვის
  • საკვები პროდუქტის ან შესაფუთი მასალის ჩატვირთვა
  • დანადგარის სამუშაო პროცესზე თვალყურის დევნება
  • სამუშაოს დასრულებისას დანადგარის გამორთვა, მისი დასუფთავება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უპირატესობად ჩაითვლება დანადგარზე მუშაობის გამოცდილება
  • სქესი მამრობითი;

 

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სწრაფ და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

 

კომპანია უზრუნველყოფს :

  • ერთჯერად კვებას (სადილი)
  • სამუშაო ფორმას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით: 599727577

 

 

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს “G&A GROUP”-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომშიკანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს “G&A GROUPმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს “G&A GROUPმა  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: [email protected]  გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს “G&A GROUPსთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUPში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUPში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

 

თბილისი