fbpx

ჯი-თი ჯგუფი

გაყიდვების მენეჯერი

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 19 თებ - 19 მარ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს “ჯი-თი ჯგუფი” არის 15 წლიანი გამოცდილების ბაზარზე დაარსებული სისტემური ინტეგრატორი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.

კომპანია სრულყოფილ გადაწყვეტილებებს სთავაზობს როგორც მსხვილ და საშუალო ბიზნეს, ისე სამთავრობო ორგანოებს. მისი მიზანია გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობების დამყარება, რაც ორიენტირებულია ორმხრივი სარგებლისა და წარმატების მოტანაზე.

“ჯი-თი ჯგუფი”, როგორც სისტემური ინტეგრატორი, ახერხებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე აგებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით დაეხმაროს ორგანიზაციებს დასახული მიზნების მიღწევაში.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.gtgroupe.ge

ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი

მოვალეობები:

  • კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
  • შემოთავაზებების შინაარსისა და ფორმის შექმნა-განვითარება;
  • გაყიდვების სტიმულირებისთვის აქტივობების ორგანიზება;
  • დამკვეთის მოთხოვნების გამოვლენა/ფორმირება და შეთავაზებების შექმნა-განვითარება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • პირდაპირი გაყიდვების წარმოება პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების საშუალებით;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
  • ინდივიდუალური კომერციული წინადადებების მომზადება კომპანიებისთვის;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება არსებულ პერსპექტიულ კლიენტებთან;
  • კომპანიის მასშტაბით, კორპორატიულ სეგმენტზე სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა.

აუცილებელი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.
  • სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე.
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected]gtgroupe.ge
ტელ: 571222362

თბილისი