fbpx

გეო ლოჯისტიკი

დისტრიბუტორი / მძღოლი

700₾ - 800₾ ვადა 17 ოქტ - 28 ოქტ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს „გეო ლოჯისტიკი“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის და მძღოლის პოზიციაზე ქ. თბილისში, მარნეულის ქ. №43,  ქვემო ფონიჭალა, ქ. თბილისი. ჩვენი კომპანია ახორციელებს ქსელური მაღაზიების მომარაგებას რძის პროუქტებით.

 

განათლების მინიმალური დონე: საშუალო განათლება

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან – შაბათის ჩათვლით;

სამუშაო საათები: 08:00 – 16:00 სთ.

 

ძირითადი მოვალეობები დისტრიბუტორი.

  • პროდუქტების მიწოდება თბილისის მასშტაბით წინასწარ განასაზღვრულ ობიექტებზე.
  • პროდუქციის დანიშნულების ადგილზე მიტანა ლუქის მთლიანობის შენარჩუნებით;
  • სატრანსპორტო საშუალებების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა მძღოლის შემთხვევაში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები დისტრიბუტორი

  • მანქანის მართვის მოწმობა B ან C კატეგორია;
  •  მანქანის მართვის გამოცდილება 1-2 წელი;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
  • ენერგიულობა,
  • გუნდურობა და დამოუკიდებლად საქმის მართვის უნარი.

 

ანაზღაურება: 700- 800 ლარი

 

სასრუველია კანდიდატი ცხოვრობდეს კრწანისის რაიონში ან მიმდებარე ტერტიორიაზე.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • კომპანიის ხარჯზე ერთჯერადად დღიურ კვებას.

 

თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 0322 404094, +995 599 05 05 23

გისურვებთ წარმატებებს!

თბილისი