fbpx

LAB

გაყიდვების მენეჯერი

800₾ - 1.600₾ ვადა 14 ოქტ - 11 ნოე

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

IT კომპანია LAB აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. ვეძებთ ამბიციურ და მიზანდასახულ ახალგაზრდას, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

 

მოვალეობები:

  • ტექნოლოგიური დანადგარებისა და ელექტრონული მოწყობილობების რეალიზაცია
  • პოტენციური მომხმარებლების ძიება და მათი მოთხოვნების შესაბამისად სწორი გადაწყვეტილების შეთავაზება
  • პოტენციურ მომხმარებელთან მოლაპარაკებების წარმოება
  • პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლისთვის გაცნობა
  • მომხმარებელთან ურთიერთობის შენარჩუნება, კომპანიის იმიჯზე ზრუნვა
  • ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი
  • ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შემუშავება

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პრეზენტაბელური გარეგნობა
  • ორგანიზებულობა
  • მიზანდასახულობა
  • სწორი მეტყველება
  • სწავლისა და განვითარების სურვილი
  • თვითმოტივაცია და შრომისმოყვარეობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ქართული და ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ ელ ფოსტაზე: [email protected] არაუგვიანეს 2020 წლის 15 ნოემბრისა.  

 

IT კომპანია LAB  საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან არსებობს და წარმოადგენს 20-ზე მეტ ბრენდს. ჩვენი მომხმარებლები არიან 2000-ზე მეტი მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და სახელმწიფო სექტორი.

თბილისი