fbpx

ადლი

დამლაგებელი

600₾ ვადა 09 ოქტ - 20 ოქტ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

სამშენებლო კომპანია „ადლი“ 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, ,მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

სამშენებლო კომპანია „ადლი“ აცხადებს ვაკანსიას – დამლაგებლის  პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული – 9:00-18:00

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წელეთლის # 118

ძირითადი მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის და მაღაზიის სისუფთავესა და ჰიგიენაზე ზრუნვა;
  • ქიმიური საწმენდი საშუალებების მარაგის კონტროლი და დროული შეკვეთა;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დისციპლინირებულობა;

ანაზღაურება: 600 ლარი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (დამლაგებელი) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995  577 11 90 29.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი,  2020 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

თბილისი