fbpx

გორგია

კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი ბათუმში

#NES.GE ვადა 02 ოქტ - 02 ნოე

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

 

„გორგია“ აცხადებს ვაკანსიას, კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, დისტრიბუციის დეპარტამენტში, ბათუმში.

   

 ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის ასორტიმენტის და უპირატესობების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანგარიშვალდებულ ტერიტორიაზე არსებულ ყველა სავაჭრო ობიექტში, მარშრუტის შესაბამისად, ვიზიტის განხორციელება და პროდუქტის შესახებ პრეზენტაციის ჩატარება;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • კლიენტის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი შეთავაზების/ქმედებების უზრუნველყოფა;
  • კლიენტთა ბაზის ანალიზი, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • მომსახურების მაღალი ხარისხის უზუნველყოფა, მომხმარებლის კეთილგანწყობაზე ზრუნვა.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Power Point, Outlook);
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა – ინგლისური, რუსული;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთერთი ვარიანტი:

  • გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: [email protected] (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებებს!

ბათუმი