METROMART • მეტრომარტი

მოლარე რუსთავში

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 06 იან - 06 თებ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

ტექნიკის ჰიპერმარკეტი „METROMART”-ი  აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე რუსთავის ფილიალში:

კომპანია „მეტრომარტ“-ი არის,  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  „მეტრომარტ“-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება:
  • აუცილებელია მომსახურების სფეროში რელევანტურ პოზიციზე მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება უცხო ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • სავალდებულოა რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება უცხო ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა (MS Office);

ძირითადი მოვალეობები:

  • სალარო ოპერაციების გამართულად აღრიცხვა, პროგრამული გატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • საკონტროლო და სალარო აპარატის, საბანკო პოსტ-ტერმინალის სწორად მართვა;
    დღის ბოლოს სალაროს დახურვა (თანხის მითვლა და გასწორება);
  • გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება; თანხობრივი ნაშთების კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელთან შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველდღიური რეპორტინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
  • ინვოისის საფუძველზე რეალიზაციის პროგრამულად გატარება, თანხის მიღება;
  • ზედნადებების გამოწერა;
  • ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარისწორება;
  • დიპლომატი და იურუდიული პირების მომსახურება;
  • უკან დაბრუნების დოკუმენტების გაფორმება

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარ
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • ორგანიზებული;

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი CV (აუცილებლად ფოტოსურათით)  მისამართზე [email protected]  2022  30 იანვრის   ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

 გისურვებთ წარმატებას!

რუსთავი