ევროპროდუქტი

მოლარე-კონსულტანტი თბილისში

550₾ - 600₾ ვადა 24 დეკ - 24 იან

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

„ევროპროდუქტი“ ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის “Valio”, “Frico”, “Elpozo”, “Arla”, “Bayernland” და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან შექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 30 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად.

ბრენდის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი, მოიპოვოს ერთგული მომხმარებელი და განვითარდეს.

 

„ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის  პოზიციაზე თბილისში.

 

ანაზღაურება:

  • დარბაზის კონსულტანტი- 550 ლარი
  • ხაზის კონსულტანტი – 600 ლარი
  • მოლარე-600 ლარი

 

გრაფიკი: 7საათიანი (კვირაში 6დღე) განაკვეთი ცვლებში + საინტერესო ბენეფიტები

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქტის პრეზენტაცია;
  • მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • თაროების ახალი პროდუქციით რეგულარულად შევსება, კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

  • გადმოაგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- “მოლარე-კონსულტანტი”.
  • ან დაგვიგკავშირდი ნომერზე: 591641357
  • ან შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/europroductcareer და შეავსე განაცხადი.

 

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ უფლებამოსილებას: საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

 

გისურვებთ წარმატებას!

თბილისი