სთარი

მოლარე-კონსულტანტი

500₾ - 600₾ ვადა 17 ნოე - 17 დეკ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

საცალო ვაჭრობის ბრენდი „სთარი“ (“STAR”), საკუთარი ამბიციური გეგმებით დგამს პირველ ნაბიჯებს ბაზარზე.
შპს „სთარი“ (llc “STAR”) უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული – მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

შპს „სთარი“ (llc “STAR”) – აცხადებს კონკურსს 2 მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი N49 (ბაგები-მეტრაპარკის საცხოვრებელი კომპლექსის წინ)
ასაკი: 18 წლიდან.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ანაზღაურება: 500 – 600 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)

მოვალეობები:

  • მომხმარებლის მომსახურება;
  • პროდუქციის მიღება, განლაგება;
  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
  • დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

 

მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
  • კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
  • სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
  • მსგავსი ტიპის სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში – “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: “მოლარე-კონსულტანტი”, ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 15 26 26
„სთარი“ (“STAR”) მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

თბილისი