BoDo.Delivery

სხვადასხვა

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 16 ნოე - 16 დეკ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

საერთაშორისო კომპანია BoDo ქართულ ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს მიტანის სერვისებს ქალაქის მაშტაბით.

თითის ერთი დაჭერა და სასურველ შეკვეთილ პროდუქციას უმალ სახლში მოგიტანთ. ჩვენ ასევე ვიზრუნებთ, რომ პროდუქტი იყოს ჯანსაღი და ახალი.

კომპანია BoDo მზარდია ქართულ ბაზარზე და ეძებს ენერგიულ და
მოტივირებულ თანამშრომლებს.თუ გაქვს სურვილი შემოუერთდე ჩვენს მეგობრულ გუნდს, მაშინ ეს ვაკანსიები შენთვისაა:

  • კრეატიული მენეჯერი
  • მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი
  • კლიენტთა სატელეფონო მომსახურების გუნდის თანამშრომელი(ქოლ
    ცენტრი)
  • ფოტო-პროდიუსერი
  • ფოტოგრაფი
  • კონტენტ მენეჯერი
  • კონტენტ განყოფილების უფროსი(სასურველია მის გუნდთან ერთად)
  • აიტი სპეციალისტი
  • მარკეტოლოგი

კანდიდატებს მოეთხოვებათ:

  • ორწლიანი გამოცდილება თავიანთი საქმიანობის სფეროში
  • სასურველია გარდა გამართული ქართული ენისა, უცხო ენების ფლობა(ინგლისური, რუსული და სხვ).
  • კომპანიის ძირეული მოთხოვნა თითოეული თანამშრომლის მიმართ:
  • პროფესიონალიზმი, დისციპლინა და პასუხისმგებლობა დაკისრებული
    მოვალეობებთან მიმართებაში.

 

ველით თქვენს რეზიუმეს მისამართზე [email protected]

სათურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობის სახელი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთვევაში თქვენი რეზუმე არ განიხილება.
რეზუმეების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 30 ნოემბერი

მადლობა დაინტერესებისათვის!

თბილისი