მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი

საკრედიტო ოფიცერი ბათუმში

1.250₾ ვადა 15 სექ - 15 ოქტ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
  • ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
  • უცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (“Microsoft Word” და ” Microsoft Excel”).

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 09:20-18:20 სთ, შაბათი 09:20-14:00
  •  სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
  • ანაზღაურება: 1250 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  •  არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
  •  განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
  • სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
  • დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
  • გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
  • მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
  •  ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
  • საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
  •  საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სანდოობა;
  •  კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 577 59 62 62 .

ბათუმი