კაია • Kaya

ტექნიკოსი

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 08 სექ - 08 ოქტ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

პოზიციის დასახელება: ტექნიკოსი;

მდებარეობა: თბილისი ;

სამუშაო გრაფიკი: თვეში ორი კვირა ;

სამუშაოს დაწყების თარიღი : რაც შეიძლება სწრაფად.

შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

კომპანიის შესახებ:

კაია არის სამშენებლო-სარემონტო ჰოლდინგის წევრი კომპანია და წარმოადგენს ფურცლოვანი თუნუქის დამამუშავებელ საწარმოს, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ციფრული მართვის(CNC) ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების გამოყენებით აწარმოებს სამშენებლო პროდუქციას. კაია მჭიდროდ თანამშრომლობს ჰოლდინგის წევრ სხვა კომპანიებთან, რაც თანამშრომლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს, შემდეგი მიმართულებით: სამშენებლო პროდუქციის წარმოება, ელექტრომექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ზედამხედველობა, შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა, სავენტილაციო და გათბობა-გაგრილების დანადგარების ციფრული მართვის სისტემების  შექმნა და ზედამხედველობა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: kaya.ge

სამუშაოს მოკლე აღწერა:

დანადგარების ტექნიკური ზედამხედველობა .

მოვალეობები:

  • ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების და სავენტილაციო სისტემების ყოველდღიური შემოწმება და მონიტორინგი;
  • ტექნიკური პრობლემის იდენთიფიცირება და აღმოფხვრა;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და რეპორტების წერა;

 

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • განათლება ტექნიკური მიმართულებით;

სხვა აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

 

შერჩევის ეტაპები:

  • ტესტირება მათემატიკურ ლოგიკაში;
  • გასაუბრება;
  • ერთ კვირიანი სტაჟირება.

 

რას გთავაზობთ:

  • ზრდადი კომპანია დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • კორპორატიული ავტომობილით ტრანსპორტირება ისნის მეტროდან საწარმომდე;
  • სხვა წამახალისებელი ბენეფიტები სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

 

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 7 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]  სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება .

კაია – KAYA  გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კაია – KAYA უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

თბილისი