შპს “ელ+” აცხადებს კონკურსს ბათუმის ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლ.ასათიანის #67
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10 საათიდან 18 საათამდე
გამოსაცდელი ვადა: სამი თვე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი (+ ბონუსი)
ძირითადი ფუნქციები:
• მენეჯმენტთან ერთად ფილიალის სტრატეგიის, სამომავლო გეგმების დასახვაში აქტიური მონაწილეობა;
• გაყიდული პროექტის/პროდუქტების შესრულების პროცესის სუპერვაიზინგი პროექტის ყველა საფეხურზე;
• მენეჯმენტთან პერიოდული სტატუს რეპორტების მომზადება პროექტის მსვლელობის შესახებ
• კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
• როგორც კომპანიის შიდა, ასევე გარე მიზნობრივი კომპანიების ბაზების გენერირება;
• აქტიური გაყიდვების და ხარისხიანი მომსახურების მოდელების შემუშავება, დანერგვა და პერმანენტული მონიტორინგი;
• ჯვარედინი გაყიდვების ორგანიზება და პროცესის უშუალო კონტროლი;
• პროდუქტების განვითარებისაკენ მიმართული ღონისძიებების, სამომავლო პროექტების შექმნა და მათი სტრატეგიის დაგეგმვა;
• სარეკლამო კონცეფციების შემუშავების პროცესში მარკეტინგის სამსახურთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• გაყიდვების ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
• ინგლისური ენის ფლობა სავალდებულოა (B2, სასურველია C1);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარები:
• კომუნიკაბელურობა
• პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
• რამდენიმე სამუშაოს ერთდროულად კეთების უნარი
• მჭიდრო სამუშაო ვადების დაცვის უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მითითებულ [email protected] მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენაზე.
გისურვებთ წარმატებებს!