შპს “კუმისი XXI” ბაზარზე 2005 წლიდან არის წარმოდგენილი. თანამედროვე დონეზე აღჭურვილი საწარმოს საქმიანობაა ქათმის კვერცხის წარმოება. მდებარეობს სოფელ კუმისში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრის დაშორებით.
შპს “კუმისიXXI” აცხადებს ვაკანსიას კვერცხის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობა:
• პროდუქციის (კვერცხის) მიღება და აღრიცხვა;
• პროდუქციის (კვერცხის), როგორც უმთავრესი მატერიალური ფასეულობის მოფრთხილება, ხარისხის კონტროლი;
• საწყობში არსებული შესაფუთი მასალების მონიტორინგი;
• საწყობის შიდა და გარე ტერიტორიაზე სანიტარულ/ჰიგიენური ნორმების დაცვა;
• საწყობში არსებული მანქანა/დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
• ფლობდეს სრულ ინფორმაციას საწყობში არსებული მარაგის, ვადების, მისი შენახვის, სწორი ექსპლუატაციის შესახებ, იზრუნოს პროდუქციის სწორად შეფუთვასა და საწყობში მისი მოძრაობის ხარისხზე;
• საწყობში შრომის სწორი ორგანიზება და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კონტროლი;
• ინვენტარიზაციის ჩატარება გეგმიურად და არაგეგმიურად;
მოთხოვნები:
• სქესი: მამრობითი;
ასაკი: 25 წლიდან 50 წლამდე;
• აუცილებელია იცოდეს Excel-ში მუშაობა-კარგად;
• საწყობის მენეჯერის სფეროში სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• ცვლილებებთან სწრაფად და ეფექტურად ადაპტაციის უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
სასურველია: უმაღლესი და ტექნიკური განათლება;
კომპანია უზრუნველყოფს:
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• ტრანსპორტირება;
• კორპორატიული ტელ. ნომერი;
ხელფასი: პირველ ეტაპზე 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected]. გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ “subject” ველში: “კვერცხის საწყობის მენეჯერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.