საბავშვო პროდუქციის მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
• მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა და მონიტორინგი;
• გუნდის მართვა, მოტივაცია და კონტროლი;
• თანამშრომლების დროის მენეჯმენტი;
• მაღაზიაში არსებული პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთების გაფორმება;
• მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
• მიმდინარე აქციების გაცნობა თანამშრომლებისთვის და ფასების კონტროლი;
• გაყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
• მაღაზიაში მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნა
ძირითადი მოთხოვნები:
• სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
• მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
პირობები:
• სამუშაო საათები: 10:00 – 20:00
• კვირაში 6 სამუშაო დღე
• ანაზღაურება 900₾ + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ამა წლის 30 იანვრამდე.
გისურვებთ წარმატებებს.