მისო “რიკო ექსპრესი” ქ. თბილისში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
საწყისი ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:
• ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
• ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება;
• მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება;
• სწორი გადამისამართება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.
მოთხოვნები:
• სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
• მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.
კანდიდატები მზად უნდა იყვნენ გაიარონ სტაჟირება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3X4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის და ქალაქის დასახელება.
რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.