კაფე “რეცეპტორი” აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები
• დაწესებულების მომზადება გახსნისა და დახურვისთვის;
• დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა, მოვალეობების განაწილება თანამშრომლებს შორის, პერსონალის ტრენინგი, პერსონალის კონტროლი.
• შრომის დისციპლინა და კონფლიქტების მოგვარება; პერსონალის შერჩევა ან მისი დამტკიცება;
• სოციალურ ქსელებთან მუშაობის კონტროლი, სტუმრების კითხვები, მიმოხილვები; ანგარიშების შედგენა.
• ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
• შეკვეთების გაკეთება და პროდუქციის მიღება;
• სასაწყობე მარაგების კონტროლი და შენახვის უზრუნველყოფა შესაბამისი წესის დაცვით;
• სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა;
• ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
• ობიექტის განვითარების ხელშეწყობა;
• ფილიალში შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
• მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• სარესტორნო ქსელში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• პერსონალის მართვის გამოცდილება;
• მარაგების მართვის გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
• კომუნიკაციის უნარი;
• ლიდერობა
• პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
• ორგანიზებული და მოწესრიგებული;
• ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
გრაფიკი: 08:00-18:00, 6 დღე კვირაში.
ხელზე ასაღები ხელფასი: თვეში 1000 ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე: [email protected]
CV-ის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 03 თებერვალი.