მაღაზიათა ქსელი “ზღაპარი” აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში შემდეგი სამუშაო პირობებით:
გრაფიკი: ორ ცვლიანი 08:00-16:00/ 16:00-24:00
დასვენების დღე: ყოველი მესამე დღე.
სამუშაო ადგილი-ნუცუბიძის ქუჩა 198 (ახალი მისამართი თოფურიას 12)
ანაზღაურება: 600 ლარი
შესასრულებელი სამუშაო:
• მაღაზიათა ქსელის გაყიდვების პროცესის კონტროლი ვიდეოკამერების საშუალებით.
• სალარო ოპერაციების კონტროლი.
• მოლარეთა ზარებზე პასუხი და მათი მოთხოვნილი პროგრამული ოპერაციების განხორციელება დისტანციურად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სამუშაო გამოცდილება: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე.
• ასაკი: 22 წლიდან.
• პროგრამული ცოდნა: სასურველია APEX-ის.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
• დაკვირვების/ დეტალებზე ორიენტირების უნარი.
• სხარტი აზროვნების უნარი.
• კომუნიკაბელურობა.
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. მიუთითეთ პოზიციის დასახელება სივის განსახილველად.