fbpx

ქოლცენტრის ოპერატორი/მონიტორინგის თანამშრომელი ბათუმში

875₾ ვადა 07 იან - 07 თებ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს მისო “ბერმელი” აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრისა და მონიტორინგის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ქოლცენტრი სამსახურის ვალდებულებები

  • უწყვეტად სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა;
  • ქოლცენტრის ტელეფონებით კავშირის დამკვიდრების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელზე ინფორმაციის მიწოდება:
  • ბერმელის პროდუქტებზე;
  • ბერმელში არსებულ მათ მიმდინარე სესხებზე;
  • საჭიროების შემთხვევაში მსესხებელთა დაკავშირების უზრუნველყოფა შესაბამის განყოფილებაში.
  • ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობაზე ყოველთვიურად ქოლცენტრში გაწეული მუშაობის შესახებ.


მონიტრორინგის სამსახურის ვალდებულებები:

  • თანამშრომელთა სამუშაოს დილის კონტროლი უნებართვო გაცდენა დაგვიანების დაფიქსირება (თუ იქნება ასეთი).
  • შიდა და გარე კამერების, ჩამწერების ელ-ტაბლოების და ასევე ცისკოს აპარატების მუშაობის კონტროლი და დაზიანების დაფიქსირება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • გამართული, დახვეწილი ქართული მეტყველება;
  • საკითხის ლაკონურად, მაგრამ გასაგები ენით ახსნის უნარი;
  • კომპიუტერული უნარების ფლობა სამომხმარებლო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


პიროვნული თვისებები:

  • თავაზიანი;
  • კომუნიკაბელური
  • კეთილგანწყობილი;
  • მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • აქტიური, ენერგიული;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი.


სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთით კვირაში 6 დღე.

ანაზღაურება: 875 ლარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected]

ტელ: +995 568 700 300

ბათუმი