fbpx

ავეჯის  გაყიდვების კონსულტანტი

700₾ - 900₾ ვადა 07 დეკ - 08 დეკ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

კომპანია  ,, ახალი ნათება’’   აცხადებს ვაკანსიას  ავეჯის  გაყიდვების კონსულტანტის  თანამდებობაზე  ავეჯისა და განათების შოურუმში.

 

ანაზღაურება 700-900 ლარის ფარგლებში, საბონუსე სისტემის გათვალისწინებით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინტი“
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (ცვლები 10:00-19:00 სთ ან 13:00-22:00 სთ)
სხვა პირობები: დასაქმებული უზრუნველყოფილი იქნება კერძო დაზღვევის პოლისით.

ძირითადი მოვალეობები:

  •  კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური მომსახურება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
  • იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია რუსული  ან/ და ინგლისური  ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

სასურველი უნარ–ჩვევები:

  • მოწესრიგებული  და კეთილგანწყობილი
  • კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად  წერისა და მეტყველების უნარით
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
  • პუნქტუალური  და დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე:  [email protected]  არაუგვიანეს  2021 წლის   10 იანვრისა

და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:,, sales consultant “. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თბილისი