fbpx

რუსტარ ონლაინი

რეზერვაციის მენეჯერი

700₾ ვადა 23 სექ - 15 ოქტ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

„რუსტარ ონლაინი“ საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც, ამჟამად, დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, „რუსტარ ტურიზმის“ სათაო ოფისს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 15 წელია  ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას ოთხ ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი და მალდივები.  საქართველოში კომპანია 3 წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას, რომლის თანამშრომლეთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს,  სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს  და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

შემოუერთდი ლიდერ კომპანიას!

 

შპს “რუსტარ ონლაინი” აცხადებს ვაკანსიას  რეზერვაციის  მენეჯერის  პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • აგენტებთან კომუნიკაცია;
  • ელექტრონული საშუალებებით პარტნიორებთან კომუნიკაცია და წერილებზე დროული რეაგირება;
  • ჯავშნის სისტემაში ასახვა;
  • გაყიდვების გაზრდა/კლიენტების მოზიდვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეზერვაციის მენეჯერის ან ტურ ოპერატორის პოზიციაზე.
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი თბილისი, თ.ერისთავის #1
  • კვირაში 6 სამუშაო დღე , 1 დღე დასვენება ( შაბათი ან კვირა)
  • ანაზღაურება საწყისი 700 ლარი , გაზრდის შესაძლებლობით
  • კანდიდატები გაივლიან 2 კვირიან არაანაზღაურებად სტაჟირებას, სადაც შეისწავლიან სპეციალურ სისტემაში მუშაობას და სამუშაო სპეციფიკას.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: [email protected]  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თბილისი