fbpx

კონსილიუმ მედულა

HR მენეჯერი

1.500₾ - 2.500₾ ვადა 07 ივლ - 16 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“ აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: 1500-2500 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად.

HR მენეჯერის ძირითადი ამოცანები:

  • მიმდინარე საკადრო ამოცანების გადაჭრა: საკადრო პოტენციალის ანალიზი, საკადრო ბაზის განვითარება, კადრების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება, შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა, და სხვა;
  • სამოტივაციო სისტემის შექმნა და დანერგვა. მიმდინარე სამოტივაციო ამოცანების გადაჭრა;
  • კორპორაციული კულტურის ამოცანების დასახვა, სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • კადრების განვითარების ამოცანების გადაჭრის უზრუნველყოფა: ამოცანების დასახვა, სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრაციაში;
  • ადამიანური რესურსების მართვის სიღრმისეული ცოდნა;
  • შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი;
  • სამედიცინო სექტორში მუშაობის გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • კომუნიკაციის განვითარებული უნარები;
  • პროაქტიული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პროფესიული ზრდის, სწავლისა და განვითარების სურვილი.
  • კომუნიკაბელურობა;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, შერჩეულ კანდიდატებს პირველ ეტაპზე ჩაუტარედებათ გასაუბრება. შერჩეულმა კანდიდატებმა მეორე ეტაპზე უნდა წარმოადგინონ მიცემული ამოცანის გადაჭრის თავისი ხედვა პრეზენტაციის სახით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2020 წლის 17 ივლისისა. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: „HR მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თბილისი