fbpx

VIP Intellect Group

ჯანდაცვის მენეჯმენტის სამედიცინო ხარისხის კურსები

#NES.GE ვადა 28 სექ - 28 ოქტ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

,,VIP Imtellect Group” გთავაზობთ ,,ჯანდაცვის მენეჯმენტის“, სამედიცინო ხარისხის კურსებს !

შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 20 წლიან გამოცდილებას!

სწავლა შესაძლებელია, როგორც დისტანციურად, ასევე ტრენინგ ცენტრში მოსვლით!

გაითვალისწინეთ: კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოფისში შექმნილია ყველა პირობა, რაც დადგენილებით გვაქვს მითითებული, ვაწარმოებთ თერმოსკრინინს, ვავსებთ კითხვარს და იმ ყოველდღიურ მითითებებს რაც სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით.

ჩვენ ვზრუნავთარა მხოლოდ თქვენთვის ახალი პროფესიის შესწავლაზე, არამედ ჩვენი და თქვენი ჯანმრთელობისთვის!

პროგრამას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია (რს-560) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ!

კურსის მიზანია: კვალიფიციური ჯანდაცვის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტიან ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის და სადაზღვევო ორგანიზაციების პერსონალი, ზოგადი სამედიცინო მენეჯერები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები, ამ სფეროებში   დასაქმების მსურველები, რომელთაც სურთ იმუშაონ სამედიცინო დაწესებულებში მთავარ ექიმად,  სამედიცინო ექსპერტად, პროგრამის კოორდინატორად, მენეჯერად, მითერად, ხარისხის კონტროლში, დაზღვევაში, სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზაში, ადამიანური რესურსების მართვა, რეცეფშენში, ქოლ ცენტრში…

მოდულირებული პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ამოცანებს, ქეისების აქტიურ ანალიზს, მომზადებას და ტესტებს.

ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

ტრენინგის მასალა:

  1. შესავალი ჯანდაცვის მენეჯმენტში
  2. დაგეგმვა, სტრატეგია
  3. კადრები, კომუნიკაცია, სერვის პლუსი
  4. სამედიცინო მარკეტინგი
  5. ჯანდაცვის მენეჯმენტი (იდეალური მენეჯერი, ლიდერობა, მოტივაცია, ორგანიზაციული კულტურა, ჯანდაცვის პოლიტიკა).
  6. ეპიდემიოლოგია, ინფექციური დაავადებები (აცრების კალენდარი, დიარეა, წითელა…)
  7. სადაზღვევო საქმე (ფრანშიზა, გადაზღვევა)
  8. სიტუაცური ამოცანები case (ქართული ქეისი)
  9. საყოველთაო ჯანდაცვა – შესრულებები
  10. ხარისხის კონტროლი
  11. სამედიცინო სამართალი, კადრები და ხელშეკრულებები (კანონი პაციენტის უფლებების შესახებ).
  12. დაავადებების პრევენცია, არაინფექციური დაავადებები (გიდ, სასუნთქი, კნტ)
  13. ონკოლოგია (ლეიკემია, ფილტვის კიბო, ძუძუ, პროსტატა …)
  14. თავ-კისრის ონკოლოგია, სტომატოლოგიური და ონკოლოგიური კლინიკის
  15. სამედიცინო ინგლისური

პროგრამა  ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

გაითვალისწინეთ: სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი და  საუკეთესოები გაივლიან სასწავლო პრაქტიკას  საქართველოს დარგის წამყვან დაწესებულებებში: სამედიცინო ცენტრ ,,პრემიუმ მედ სერვისი“ და ფარმაცევტული კომპანია ,,სმარტ ფარმა“. 

საუკეთესო კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შეთავაზება!   

პროგრამის ხელმძღვანელი: ანა სხვიტარიძე – მედიცინის დოქტორი ,,პრემიუმ მედსერვისის” დირექტორი!

პროგრამის ხანგრძლივობა: 54 საათი

კურსი მოიცავს: 2 თვეს

კურსის ღირებულება თვეში: 390 ლარი

 

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში:

vipintellect.ge/ge/register

 

,,VIP Imtellect Group” გთავაზობთ ტრენინგს: ,, სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა“!

 

კურსის მიზანია: სამედიცინო ხარისხის კონტროლის სამსახურის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს თანამედროვე მოთხოვნების პირობებში კვალიფიციურ ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის,  სადაზღვევო ორგანიზაციების და სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის კონტროლის მენეჯერები, ექსპერტები, პროგრამის კოორდინატორები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები და ა.შ.

მოდულირებული პროგრამა მოიცავს: მიმდინარეობს ქართულ ენაზე ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები.

კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარჩვევებს. 
მოდულში გაერთიანებულია:
1. ჯანდაცვის მენეჯმენტის ზოგადი დებულებები და სამედიცინო ხარისხი: ხარისხის კონტროლის მიზანი; ხარისხის მართვის ერთეულის ფუნქციები; პერიოდული მონიტორინგი და კონტროლი; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფა; ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა; ჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკა; სამედიცინო სტატისტიკა; ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა (ხარისხის მართვის) სისტემა; პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასება, მონიტორინგი და ანალიზი; ტესტირების კითხვარის შედგენა; პაციენტთა უსაფრთხოების წესები; რეჰოსპიტალიზაციის და მრავალჯერადი ჰოსპიტალიზაციის; სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის მაჩვენებლები.

  1. კლინიკის ადმინისტრირება, ჯანდაცვის კანონმდებლობა, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა, ფორმა 100, საავადმყოფო ფურცელი …
  2. ეთიკური საკითხების განხილვა: ლეტალური გამოსავალი; პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება; სამედიცინო შეცდომა/სამედიცინო გადაცდომა; ნოზოკომიური ინფექცი(ებ)ის დადასტურებული შემთხვევა; პაციენტის/პაციენტის წარმომადგენლის საჩივარი;

პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

პროგრამის ხანგრძლივობა:

კურსი მოიცავს: 8 ლექცია

კურსის ღირებულება: 300 ლარი

ტრენერიანა სხვიტარიძე ექიმი, ექსპერტი, MD.PhD. კლინიკა ,,პრემიუმ მედსერვისის“ დირექტორი.

 

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში:

vipintellect.ge/ge/register

 

📌მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.

(მეტრო გოცირიძედან – წერეთლზე გადასასვლელ ხიდთან)

📞ტელ:551196110; 593618212;
Facebook: https://web.facebook.com/pages/VIPIntellectGroup
ვებგვერდიhttp://www.vipintellect.ge/

თბილისი