fbpx

HR Georgia - დასაქმება საქართველოში

შეფ მზარეული

1.500₾ - 3.000₾ ვადა 28 ივლ - 26 აგვ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

რესტორანი აცხადებს ვაკანსიას ახალი ობიექტის შეფ მზარეულის პოზიციაზე.  

 

ადგილმდებარეობა:თბილისი

ანაზღაურება: ფიქსირებული + ნავაჭრიდან პროცენტი

 

რესტორნების ქსელს ესაჭიროება შეფ-მზარეული (ქართული სამზარეულოს მიმართულებით) ,რომელსაც გააჩნია 7 (შვიდი) წლიანი პროფესიული გამოცდილება შესაბამის სფეროში, საიდანაც მინიმუმ 5 (ხუთი) წელი შეფ-მზარეულის თანამდებობაზე მაღალბრუნვიან ობიექტზე;შეფ-მზარეულს უნდა შეეძლოს მინიმუმ 25 კაციანი გუნდის მართვა.

 

კანდიდატის სამუშაო გამოცდილება და უფლება მოვალეობები:

  • შეფმზარეულს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კომპეტენცია ჩაატაროს ტრეინინგები და შეიმუშაოს სწავლების მეთოდები, რომლებიც მიმართულია სამზარეულოს მუშაობის მუდმივი გაუმჯობესებისაკენ და მიღწეული დადებითი შედეგების განმტკიცებისაკენ.
  • შეფმზარეული პასუხისმგებელია სამზარეულოს შეუფერხებელი და გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაზე. იგი ვალდებულია შეინარჩუნოს კომპანიაში არსებული უმაღლესი სტანდარტები და ხელი შეუწყოს ჯანსაღი კორპორატიული კლიმატის შენარჩუნებას, როგორც თავის უშუალო დაქვემდებარების უბანზე, ასევე მთლიანად კომპანიაში.
  • უზრუნველყოს სამზარეულოს იდეალური სისუფთავისა და სამზარეულოს თანამშრომელთა შესაბამისი ფორმაში ყოფნა ,როგორც სამუშაო დღის დასაწყისში ასევე მთელი სამუშაო დღის განმავლობაში;
  • რესტორნის/წარმომადგენლობის მენიუს შემუშავება და განახლება.
  • კერძების დადგენილი კონცეფციების შესაბამისად დამუშავება/გაფორმება.
  • სტუმრების სურვილებისა და შეხედულებების გათვალისწინებით მენიუს განახლება სეზონურად და აქციების ფარგლებში.
  • კერძების ხარისხისა და სტანდარტიზაციის კონტროლი.

 

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესებულმა პირებმა ,გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად: [email protected]  მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

თბილისი