fbpx

VIP Intellect Group

ტრეინინგ პროგრამა: ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი

#NES.GE ვადა 28 სექ - 28 ოქტ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

VIP INTELLECT GROUP -ი  გთავაზობთ ტრეინინგ პროგრამას:  ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი!

შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 20 წლიან გამოცდილებას!

სწავლა შესაძლებელია, როგორც დისტანციურად, ასევე ტრენინგ ცენტრში მოსვლით!

გაითვალისწინეთ: კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოფისში შექმნილია ყველა პირობა, რაც დადგენილებით გვაქვს მითითებული, ვაწარმოებთ თერმოსკრინინს, ვავსებთ კითხვარს და იმ ყოველდღიურ მითითებებს რაც სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით.

ჩვენ ვზრუნავთარა მხოლოდ თქვენთვის ახალი პროფესიის შესწავლაზე, არამედ ჩვენი და თქვენი ჯანმრთელობისთვის!

 

კურსი მსმენელს საშუალებას აძლევს მიიღოს და გაიღრმავოს ცოდნა ლოგისტიკის მიმართულებით, რათა წარმატებით შეძლონ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობა. კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი მსმენელს აძლევს საშუალებას კრეატიულად და ინოვაციურად მიუდგეს სხვადასხვა ლოგისტიკურ პრობლემებს და მონახოს მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან სხვადასხვა წამყვანი კომპანიის ლოგისტიკის განყოფილების კადრები, მათ შორისაა: სოკარ ჯორჯია, შავი ზღვის ტერმინალი, ივერმედი, ვესტინვესტი, ნიკორა ტრეიდი, თეგეტა მოტორსი, კავკასუს ონლაინი, დიო, ინსტა, მ გრუპი, ფარმაცევტული კომპანიები და სხვადასხვა სატრანსპორტო, გადამზიდავი კომპანიები და მრავალი სხვა.

გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული ტრეინინგების ჩატარება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ადგილზე მოსვლით. სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა.

კურსდამთავრებული უპირატესობანი:

** Sales Forecasting-გაყიდვების პროგნოზირება
** Supply Chain-მოთხოვნა-მოწოდების ჯაჭვი
** Expedition-ტრანსპორტირების მართვა
** Warehouse Management -საწყობის მართვა
** Fleet Management – ავტოპარკი (ტრანსპორტირების მენეჯმენტი)
** Delivery- მიწოდება

კურსის შინაარსი:

კურსი მოიცავს ლოგისტიკის კომპანიებში ლოგისტიკის მნიშვნელობის დადგენას, ფუნქციონალურ და სტრუქტურულ ანალიზს, პასუხისმგებლობის დაზუსტებას და კომპეტენციების სრულყოფილ გადანაწილებას.

პროგრამა მოიცავს:

შესავალი ლოგისტიკაში, ლოგისტიკის მნიშვნელობა, მიზნები და მათ შორის არსებული კონფლიქტები;
მომარაგების ლოგისტიკა: მომარაგების ბაზრის კვლევა, მომწოდებლების შერჩევა და ანალიზი;
მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვა და რისკების ანალიზი. ქეისების განხილვა მიწოდების ჯაჭვზე (Seven eleven japan, Zara, Caladero…), just-in-time სისტემა;
მარაგების როლი სავაჭრო და ინდუსტრულ კომპანიებში და მისი მართვა;
საერთაშორისო გადაზიდვების სახეები, ინკოტერმსი და მისი გამოყენება საერთაშორისო გადაზიდვებში;
საბაჟო პროცედურები და დაზღვევა;
ლოგისტიკური ცენტრები და სასაწყობო მეურნეობა;
მიწოდების ლოგისტიკა, მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;

ლექციების მიმდინარეობისას დიდი ნაწილი ეთმობა პრაქტიკული მაგალითებს, ლოგისტიკოს და მიწოდების ჯაჭვში მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებს განხილვას და სხვადასხვა ამოცანებს;

კურსდამთავრებული შეძლებს:

ლოგისტიკის კურსის გავლის შემდეგ სპეციალისტი შეძლებს მართოს პროცესები: შესყიდვებს, დისტრიბუციას, საწყობის/მარაგების მართვას, ტრანსპორტირებას, მიწოდების ჯაჭვის მოწყობა/შეფასებას, ხარჯების მინიმიზაციას და სხვა. ლოგისტიკის სპეციალისტებს შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ, როგორც სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურებში, ასევე საბანკო, საწარმო, სადისტრიბუციო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის კერძო კომპანიებში.

კურსი მოიცავს: 16 საათს
სწავლის ღირებულება:

ჯგუფში არანაკლებ 3 მსმენელისა – ერთი მონაწილისთვის 450 ლარი

2 კაციანი ჯგუფში – 650 ლარი ერთი მონაწილისთვის

 

კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება!

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი!

 

ლექციებს უძღვებიან პროფესიონალი ტრენერი, სპეციალური მოწვევით: იოსებ ჭიპაშვილი!

საკონსულტაციო მომსახურება:
ასევე, თუ სამუშაო პროცესში შეგექმნებათ რაიმე ტიპის ლოგისტიკური პრობლემა ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ საკონსულტაციო მომსახურებას.

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: vipintellect.ge/ge/register

📌მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.

(მეტრო გოცირიძედან – წერეთლზე გადასასვლელ ხიდთან)

📞ტელ:551196110; 593618212;
📧ელფოსტა: [email protected]
Facebook: https://web.facebook.com/pages/VIPIntellectGroup
ვებგვერდიhttp://www.vipintellect.ge/

 

 

თბილისი