fbpx

Iota Design

მენეჯერი – ოფისის მენეჯერი

700₾ - 1.000₾ ვადა 23 ივლ - 21 აგვ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

კომპანია Iota Group -ი არის დეველოპერული კომპანია რომელიც აქტიურად არის ჩართული სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული ყველა ეტაპის ოპერირება-მენეჯმენტში, როგორიცაა მშენებლობისათვის საინტერესო ტერიტორიების მოძიება,ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა (დაკონტრაქტება), არქიტექტურული პროექტის მომზადება, პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაოები, სამშენებლო კომპანიების შერჩევა, მშენებლობის მონიტორინგი, ასევე მშენებლობის შემდგომი ისეთი მომსახურებების გაწევა როგორიცაა გეგმარება, ინტერიერის დიზაინი და რემონტი.

ამ ეტაპზე კომპანია იწყებს გაფართოებას და ეძებს, გამოცდილ, ენერგიულ და შრომისმოყვარე ადამიანს მენეჯერის- ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით)
  • პროექტების მართვის გამოცდილება;
  • მენეჯერის/ოპერაციების მენეჯერის/ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია სამშენებლო სფეროს სერვისის ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
  • პრეზენტაციის უნარი
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook;)

 

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პასუხისმგებლობა;
  • კონფიდენციალობა.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა (დოკუმენტაციის – ბრძანებები, ხელშეკრულებები, წერილები, მიღება-ჩაბარებები დამუშავება, კორექტირება და დაარქივება);
  • ორგანიზაციული სტრუქტურის ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგი
  • საქმიანი შეხვედრების, კორპორატიული ღონისძიებების და გეგმიური თათბირების ორგანიზება.
  • ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
  • საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნვეყოფა
  • ადგილობრივი და საერთაშორისო კორესპონდენციის უზრუნველყოფა და შესაბამისი აღრიცხვა
  • ოფისის გამართულად მუშაობის ხელშეწყობა და კონტროლი;
  • გუნდის მუშაობის მხარდაჭერა (შეფასება, დარღვევები, ბონუსების რეზიუმეები, სტაჟირების პერიოდი, გადაუდებელი შემთხვევები და ა.შ.)
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
  • მომხმარებლების ბაზის შედგენა და მუდმივი განახლება
  • მოხმარებლებისგან უკუკავშირის მიღება, კვლევა და ანალიზი
  • საკანცელარიო ნივთების მარაგების კონტროლი და შესაბამისი შესყიდვების განხორციელება;
  • პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა

 

ანაზღაურება 1 თვე – 700 ლარი

ანაზღაურება მომდევნო თვეები – 1000 ლარი

იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მზად ხართ თანამშრომლობისთვის თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ; Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ „მენეჯერი – ოფისის მენეჯერი“

თბილისი