fbpx

HR Georgia - დასაქმება საქართველოში

მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი

850₾ ვადა ეწურება 2 კვირის შემდეგ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

კომპანია “ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები” საერთაშორისო კორპორაციის “TEMPUR Sealy International, Inc.” ექსკლუზიურ პარტნიორს წარმოადგენს საქართველოში. 2018 წლის მაისში პირველი ბრენდული მაღაზია “Sleep Gallery” გაიხსნა თბილისში, კერძოდ ვაკეში. ასევე, კომპანიის მიზანია დანერგოს და განავითაროს სწორი ძილის კულტურა საქართველოში.

“TEMPUR Sealy International, Inc.”- აწარმოებს, ავითარებს და რეალიზებას ახდენს პრემიუმ და ლუქს სეგმენტის ძილისა და მოსვენებისთვის განკუთვნილ ორთოპედიულ პროდუქციას, როგორიცაა: ლეიბები, ბალიშები, ლეიბის დასადები საყრდენები, საბნები და სხვ. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ბევრ მაღალ აღიარებულ ბრენდს, მათ შორის TEMPUR®, Sealy® და Stearns & Foster®. დღეისათვის კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.tempursealy.com

გარდა ამისა, კომპანია “ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები” საქართველოში წარმოადგენს ევროპული და იაპონური თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებულ ტექსტილის პროდუქციას, როგორიცაა საოჯახო თეთრეული, პირსახოცი, გადასაფარებელი და სხვ.

კომპანია “ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები” ეძებს მაღაზიის მოლარე – კონსულტანტს.

ძირითადი მოვალეობები და მოთხოვნები:

** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად და სრულფასოვნად ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მოსმენა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება;
** ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას მაღაზიაში პროდუქციის განთავსების სტილი
** მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** სხვა ვალდებულებები, განსაზღვრული მენეჯერის მიერ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 25-35 წელი;
** უპირატესობა მიენიჭება მათ, ვისაც აქვთ მსგავსი სფეროს მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭება ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე მცოდნე პირებს.

პიროვნული თვისებები:

** სასიამოვნო და ეფექტური მეტყველების უნარი; პრეზენტაბელურობა;
** აზრის გასაგებად და გამართულად ჩამოყალიბების უნარი;
** გაყიდვების, პროდუქციის სწორი შეთავაზების უნარი;
** კლიენტის დარწმუნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** თავდაჯერებულობა
** “სერვისულობა”, მომხმარებელთან ურთიერთობის შენარჩუნების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კოლექტივს;
** საკუთარი თავის პროფესიულ რეალიზებას და განვითარების შესაძლებლობას;
** კომპანიის ხარჯზე პროფესიულ გადამზადებასა და სწავლებას;

სამუშაო გრაფიკი: თვეში 21 სამუშაო დღე (წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით) მაღაზიის სამუშაო საათები დილის 11-დან საღამოს 8 საათამდე
ანაზღაურება: საშუალოდ 850 ლარი ხელზე (ფიქსირებული და ბონუსების ჩათვლით)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 13 ივნისი.

გისურვებთ წარმატებებს!

თბილისი