fbpx

HR Georgia - დასაქმება საქართველოში

კურიერი

700₾ ვადა ეწურება 5 დღის შემდეგ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

სს საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია დიჯითალ არეა (EXTRA.GE) აცხადებს ვაკანსიას კურიერის  პოზიციაზე თბილისში.

Extra.ge არის საქართველოში პირველი მულტივენდორული მარკეტფლეისი, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა მაღაზიები ყიდიან

თავის პროდუქტებს საცალო მომხმარებლებზე; ექსტრას ვებ გვერდზე წარმოდგენილია ცნობილი ბრენდები და მაღაზიები, რომლებიც გვთავაზობენ

პროდუქტების ფართო არჩევანს სხვადასხვა კატეგორიაში;

Extra.ge-ს ონლაინ მაღაზიებიდან მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი ნივთები ყველაზე დაბალ ფასად;

ასევე, მოძებნოს მასზე მორგებული საუკეთესო შეთავაზებები; ექსტრას ვებ გვერდზე არის შესაძლებელი სწორად მოძებნო და მიიღო

დაწვრილებითი ინფორმაცია ყველა საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით; Extra.ge უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით;

 

ძირითადი ფუნქციები:

  • კურიერული მომსახურების გაწევა – ვენდორების მისამართებიდან პროდუქციის წამოღება და ადრესატამდე მიტანა;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა და/ან ადრესატიდან წამოღება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საკუთარი ავტომობილი;

 

სავალდებულო უნარები:

  • ლოიალობა;
  • სერვისულობა;
  • მოქნილობა.

 

ძირითადი პირობები:

  • კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯს;
  • მანქანის ცვეთის ხარჯს;
  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი+ბონუსი;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00, კვირაში 5 დღე.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ მეილზე [email protected] არაუგვიანეს 6 ივნისისა 

და სათაურის (გრაფაში “subject”) ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თბილისი