fbpx

HR Georgia - დასაქმება საქართველოში

ვიდეო კონტროლის ოფიცერი

650₾ ვადა 10 ივლ - 22 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს „კიბერ სერვისი“ არის კომპანია, რომელიც IT და უსაფრთხოების კუთხით მომსახურებას უწევს რამოდენიმე მსხვილ კომპანიას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვიდეო კონტროლის ოფიცერი გოგონას თანამდებობაზე.

პირობები:

  • სამუშაოადგილი: თბილისი, ორხევის დასახლება, ჩანტლაძის ქ. 40
  • სამუშაოგრაფიკი: ცვლებში(ყოველ მესამე დღეს 24 საათი)
  • ანაზღაურება: 650 ლარი (ხელზე ასაღები)

მოვალეობები :

  • კომპანიის შემადგენლობაში შემავალი ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
  • არსებულიდარღვევებისდაფიქსირება;
  • პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
  • გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირება;
  • დარღვევების სისტემატიზაცია, პროგრამაში დაფიქსირება და ანალიზი;
  • გამოვლენილი დარღვევების დეპარტამენტების მიხედვით გამიჯვნა;
  • გამოვლენილი დარღვევების შესახებ ყოველთვიური რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • სამუშაო დღის დასაწყისში და ბოლოს წარმოების თანამშრომლების შემოწმება;
  • მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამაში დაფიქსირება
  • კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და  დებულებების დაცვა;

 

უნარ-ჩვევები :

  • კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესის მართვის უნარი;
  • არაკონფლიქტური

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  2020 წლის 22ივლისი

თბილისი