fbpx

Intraco Georgia

დისტრიბუციის მძღოლი თბილისსა და გარდაბანში

800₾ - 1.200₾ ვადა 20 ივლ - 27 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია აცხადებს მძღოლის ვაკანსიას ე.წ. “დასტავკისთვის”.

მოვალეობები:

  • მძღოლის ძირითადი მოვალეობაა პრისელერის მიერ აღებული შეკვეთების ადგილზე მიტანა და ნაღდი ფულის წამოღება.
  • საწყობი მდებარეობს გარდაბნის რაიონში, სოფელ თელეთში. თანამშრომლების ტრანსპორტირებას თბილისიდან უზრუნველყოფს დამსაქმებელი.
  • შეკვეთების მიტანის არეალია აღმოსავლეთ საქართველო.

მოთხოვნები:

  • პრიორიტეტი მიენიჭიბათ C კატეგორიის მფლობელ მძღოლებს.
  • აუცილებელი მოთხოვნებია – 1 წლამდე მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურების პრინციპი იქნება ფიქსირებულ თანხას + ბონუსი შესრულებული მიტანების მიხედვით.
  • ანაზღაურების არეა 800-1200 ლარამდე კვალიფიკაციის მიხედვით.
  • კომპანიის ბიზნეს საქმიანობა საკმაოდ მზარდია, შესაბამისად წარმატებული თანამშრომლებისთვის არსებობს წინსვლის საინტერესო პერსპექტივა.
  • სამუშაო დღეებია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

შენიშვნა: იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლის მოვალეობებში შედის ნაღდი ფულის წამოღება, კომპანიის აუცილებელი მოთხოვნაა მისი საქმიანობის უძრავი ქონებით გადაზღვევა. უძრავი ქონების გარანტია უნდა დაფიქსირდეს საჯარო რეესტრში. დაინტერესებულმა პირმა ასევე უნდა წარმოადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ და ნარკოლოგიური ცნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]

რეგიონები