fbpx

გასტრონომი

გაყიდვების კონსულტანტი

800₾ ვადა 14 ივლ - 27 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

გურმე მაღაზია “გასტრონომი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

• მომხმარებლების მომსახურება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით;
• საკვებ პროდუქტებზე კონსულტაციის გაწევა – მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება;
• პროდუქციის მიღება, განლაგება და თაროების მოწესრიგება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით;
• პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• საშუალო განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);
• აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• სასურველია, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
• სასურველია, საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული თვისებები:

• კომუნიკაბელობა;
• კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
• ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
• ინფორმაციის საინტერესოდ და სრულად წარდგენის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2020 წლის 27 ივლისამდე. სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

თბილისი

location