fbpx

“გასაუბრება პირველი შთაბეჭდილებაა, რომელსაც პოტენციურ დამქირავებლზე ახდენთ, შესაბამისად, ეს თქვენი ურთიერთობის საწყისი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.”

გახსოვდეთ, რომ სტატისტიკურად გამსაუბრებელთა 33%-ს კანდიდატზე შეხედულება უყალიბდება შეხვედრის პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში

გასათვალისწინებელი რჩევები:

გაიგეთ მეტი იმ ორგანიზაციის შესახებ, სადაც აპირებთ სამუშაოს დაწყებას

აუცილებლად შეისწავლეთ ორგანიზაციის საქმიანობის სფერო, მისი საჭიროებები და მოთხოვნები სამუშაოს მაძიებლისადმი. დარწმუნდით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის პირობებს. რაც მეტი გეცოდინებათ, მით უფრო წარმატებით გაივლით გასაუბრებას.

მოამზადეთ პრეზენტაცია საკუთარი თავის წარსადგენად

დამსაქმებლისთვის სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, როგორ გაცნობს და “შეფუთავთ” საკუთარ თავს. საამისოდ გადახედეთ თქვენს რეზიუმეს, გასაუბრების დროს ყურადღება გაამახვილეთ იმ სამუშაო გამოცდილებებსა და მიღწევებზე, რაც უკეთ წარმოგაჩენთ.

დაიცავით გასაუბრებაზე მოქცევის ეტიკეტი

  • ინტერვიუზე გამოცხადდით დროულად და არ გადააცილოთ გასაუბრების დანიშნულ დროს.სასურველია, თან იქონიოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.
  • გაინთვალისწინეთ, საუბრის დაწყებამდე თქვენი გარეგნობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირველი შთაბეჭდილების შექმნაში, ის მიუთითებს თუ რამდენად სერიოზულად უდგებით სამსახურს.
  • ტანისამოსის შერჩევის დროს გახსოვდეთ, რომ თავი იგრძნოთ კომფორტულად და გამოიყურებოდეთ ელეგანტურად.
  • ინტერვიუს დასრულების შემდგომ არ დაგავიწყდეთ გამსაუბრებელთან დამშვიდობება.
  • წარდგენის შემდგომ დააზუსტეთ თქვენთვის საინტერესო ყველა დეტალი და გაეცანით ორგანიზაციის პირობებს.
  • მოულოდნელმა ზარმა ან შეტყობინებამ შეიძლება საგრძნობლად შეამციროს თქვენი შანსები ინტერვიუზე, ამიტომ გამოურთეთ ხმა ტელეფონს.
  • იყავით კეთილგანწყობილი, თავაზიანი, მომღიმარი, ლაკონური და თავდაჯერებული.
  • უსმინეთ და ეკონტაქტეთ გამსაუბრებელს, თავის წარდგენისას მიაქციეთ ყურადღება საკუთარი მეტყველების კულტურას, ხმის ტონს, ტემბრს, მიმიკას, ჟესტიკულაციას და ჯდომის მანერას.
  • თქვენს ძლიერ მხარეებზე საუბრისას იყავით ზომიერი და ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ პიროვნული თვისებებით, მოკლედ მიმოიხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები და სამუშაო გამოცდილება.

 სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დამსაქმებელს პირველი შთაბეჭდილება უყალიბდება შემდეგი ფაქტორებით:

  • როგორ და რამდენად მეტყველებთ 55%
  • საუბრის მანერა, ხმის ტონი და ტემბრი 33%
  • როგორ გმოიყურებით, იქცევით და მოძრაობთ 55%
  • რამდენად თავდაჯერებული ხართ 38%
  • ჩაცმულობა (მოერიდეთ მკვეთრ და გამომწვევ ფერებს) 65%

 

გააზიარე სტატია, გაუზიარე რჩევა მეგობრებს

ვაკანსიების სანახავად დააჭირეთ აქ